უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია 56 ადამიანი.
ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „ნიუ სთეითსმენ“-ის (New Statesman) ვებ-გვერდზე გამოქვენებულია სტატია სათაურით „ამბოხება რუსეთში: რას ნიშნავს „ვაგნერის“ შეიარაღებული გამოსვლა ვლადიმერ პუტინის რეჟიმისათვის“ (ავტორი – ქეით სტალარდი).
რუსული გასამხედროებული კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მისი სამხედროების მოსკოვისკენ მსვლელობის მიზანი იყო ჯგუფის გადარჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.
რუსეთის ვორონეჟის რეგიონის ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შაბათს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერთან” შეტაკების დროს 19 სახლი დაზიანდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.