სექტემბერი 23 2024 წაკითხვა 312 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო პენსილვანიის შტატში მდებარე ქარხანაში სტუმრობით. ქალაქ სკრენტონში მდებარე ქარხანა უკრაინის არმიისთვის 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს აწარმოებს.

სექტემბერი 23 2024 წაკითხვა 307 ჯერ

იტალიის ქალაქ სავიანოში ორსართულიან სახლში გაზის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას ერთი ოჯახის 4 წევრი, მათ შორის 2 ბავშვი, ემსხვერპლა.

სექტემბერი 23 2024 წაკითხვა 298 ჯერ

იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაკარგულად მიიჩნევა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სექტემბერი 23 2024 წაკითხვა 287 ჯერ

სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა აღმოსავლეთ ირანში ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სამხრეთ ხორასანის პროვინციის გუბერნატორმა მოჰამედ ჯავად კენატმა განაცხადა.

"სამწუხაროდ, დაიღუპა 30 ადამიანი, დაშავდა 17 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს", - დაადასტურა პირჰოსეინ კოლივანდმა, წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მაღაროში აფეთქების მიზეზი მეთანის გაჟონვა გახდა. ინციდენტი 21 სექტემბრის საღამოს მოხდა თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 540 კილომეტრით დაშორებულ ტაბასის მაღაროში. ირანული სააგენტოების ცნობით, მაღაროში 24 მაღაროელი რჩება გამომწყვდეული.

აფეთქების დროს მაღაროში სულ 70-მდე ადამიანი მუშაობდა.

სექტემბერი 23 2024 წაკითხვა 299 ჯერ

სულ მცირე, ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის საავიაციო შეტევის შედეგად. ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით ექვსი დარტყმა განხორციელდა, სავარაუდოდ კორექტირებადი ავიაბომბებით.

სექტემბერი 21 2024 წაკითხვა 376 ჯერ
 
 

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის აღკვეთისა და პრევენციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა.

გვერდი 65 სულ 302
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.