„დერ შპიგელ“-ში (გერმანია) დღეს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მერკელმა და მაკრონმა ევროკავშირის გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს“. როგორც მასშია ნათქვამი, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ერთობლივი ინიციატივით გამოვიდნენ ევროკავშირში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გადასალახავად. ისინი „რეკონსტრუქციის ფონდის“ შექმნას გეგმავენ, 500 მილიარდი ევროს მოცულობით, რომელიც ეკონომიკის რეცესიასთან საბრძოლველად იქნება გამოყენებული. „ჩვენი მიზანი იმაშია, რომ ევროპა კორონაკრიზისდან უფრო ძლიერი და მტკიცედ სოლიდარული გამოვიდეს“, - განმარტავს ანგელა მერკელი.
მერკელ-მაკრონის ინიციატივა რომ ცხოვრებაში გატარდეს, ის ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა მოიწონოს. პირველი განხილვა 27 მაისს მოხდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://www.spiegel.de/consent-a-?targetUrl=https%3A%2F%2Fwww.spiegel.de%2Fpolitik%2Fdeutschland%2Fcoronakrise-angela-merkel-und-emmanuel-macron-planen-500-milliarden-hilfen-fuer-die-wirtschaft-a-d9bf5dfc-3c68-4ffa-8090-c57cd3dacbac&ref=https%3A%2F%2Finosmi.ru%2Fnews%2F20200519%2F247451156.html
ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც მათ ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
უკრაინულ პოპულარულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“-ში («Европейська правда») გამოქყვეყნდა სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლა: რატომ წავიდა უკრაინა კონფლიქტზე სტრატეგიულ პარტნიორთნ?“ (ავტორი - იური პანჩენკო), რომელშიც კიევ-თბილისის პერსპექტიული ურთიერთობებია გაანალიზებული უკრაინის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ.
სომხურმა გამოცემამ „ნიუს.ამ“-მა («News.am») სათაურით „ფაშინიანი კორონავირუსის შესახებ ციფრების დამალვაზე: „მე ჩვენს მეზობლებზე ცუდი არაფერი მითქვამს“ გამოაქვეყნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრეს-კონფერენციის ანგარიში, რომელიც 16 მაისს ჩატარდა.
აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში («The Washington Post») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როცა საქმე კორონავირუსისადმი საპასუხო რეაქციას ეხება, ზესახელმწიფოებს, ალბათ, უფრო პატარა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა მოუწევთ“ (ავტორები - ადამ ტეილორი და მირიამ ბერგერი).
ავსტრალიის მოწოდებას კორონავირუსის მიზეზების დამოუკიდებელ გამოძიებასთან დაკავშირებით 120-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.