ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს
ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც მათ ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატის გამოცდა უკვე მოხდა პეკინის უნივერსიტეტში და მან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირა, არამედ ორგანიზმში იმუნიტეტიც დატოვა.
„როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ პოტენციურ პრეპარატს აქვს თერაპიული ეფექტი“,-აღნიშნა პეკინის გენეტიკის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა ფრანგულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, პრეპარატი მუშავდება გამანეიტრალიზებელი ანტისხეულებით, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ არის წარმოებული, რომლებიც მეცნიერთა ჯგუფმა 60 გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლიდან გამოავლინა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
