მერკელმა და მაკრონმა ევროკავშირის გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს
„დერ შპიგელ“-ში (გერმანია) დღეს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მერკელმა და მაკრონმა ევროკავშირის გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს“. როგორც მასშია ნათქვამი, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ერთობლივი ინიციატივით გამოვიდნენ ევროკავშირში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გადასალახავად. ისინი „რეკონსტრუქციის ფონდის“ შექმნას გეგმავენ, 500 მილიარდი ევროს მოცულობით, რომელიც ეკონომიკის რეცესიასთან საბრძოლველად იქნება გამოყენებული. „ჩვენი მიზანი იმაშია, რომ ევროპა კორონაკრიზისდან უფრო ძლიერი და მტკიცედ სოლიდარული გამოვიდეს“, - განმარტავს ანგელა მერკელი.
მერკელ-მაკრონის ინიციატივა რომ ცხოვრებაში გატარდეს, ის ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა მოიწონოს. პირველი განხილვა 27 მაისს მოხდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://www.spiegel.de/consent-a-?targetUrl=https%3A%2F%2Fwww.spiegel.de%2Fpolitik%2Fdeutschland%2Fcoronakrise-angela-merkel-und-emmanuel-macron-planen-500-milliarden-hilfen-fuer-die-wirtschaft-a-d9bf5dfc-3c68-4ffa-8090-c57cd3dacbac&ref=https%3A%2F%2Finosmi.ru%2Fnews%2F20200519%2F247451156.html
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
