ბერლინის ცენტრში აქციის ასობით მონაწილე შეზღუდვებს აპროტესტებს
ბერლინის ცენტრში პარალელურად 20 საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მომიტინგეები მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თითოეულ აქციაზე შეკრებილთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება, ვინაიდან მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები 50 ადამიანამდე შეკრების უფლებას იძლევა. სწორედ ამიტომ, ქალაქის ცენტრში ერთდროულად რამდენიმე აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეთა მოთხოვნას შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენს, ვინაიდან, მათი განცხადებით, ამით იზღუდება მათი თავისუფლება და უფლებები.
აქციის მონაწილება ზუსტი რაოდენობა ამ დროსათვის უცნობია, ვინაიდან, ქალაქის ცენტრში მომიტინგეების გარდა მოქალაქეებიც გადაადგილდებიან, რომლებიც შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სასეირნოდ არიან გამოსულნი.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის აქციაზე რაიმე სახის დარღვევა ან პოლიციასთან დაპირისპირება არ გამოვლენილა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
