“სადაც აქციის მონაწილეების გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება, ყველგან არის პოლიცია – იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით” - ვაჟა სირაძე
საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე განმარტავს, რატომ არის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპოლიციო ძალების მობილიზება.
„სხვადასხვა პროცესია ჩანიშნული და მათ შორის, აქციის მონაწილეები არიან ადგილზე. ბოლო პერიოდში ყველამ კარგად ვიცით, სადაც გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება აქციის მონაწილეების, ყველგან არის პოლიცია. იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით”,- განაცხადა სირაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლოსთან ჯაფარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ზურაბ ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
