მაისი 28 2022 წაკითხვა 508 ჯერ

ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული სიტუაციაა. ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24-ის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ. ამიტომ, მათ დონბასში მოახდინეს არტილერიის მაქსიმალური კონცენტრაცია, მაქსიმალური რეზერვები – არის სარაკეტო დარტყმები, ავიაცია, ყველაფერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა იცავს თავის მიწას, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული თავდაცვის რესურსი იძლევა. მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს ამ რესურსის გასაზრდელად.

„თუ დამპყრობლებს ჰგონიათ, რომ ლიმანი და სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანოს, ჩვენ მაინც აღვადგენთ ყველა ქალაქს და ყველა დასახლებას. იქ ჩვენი უკრაინული დროშების რეალური ალტერნატივა არ არსებობს და არ იქნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მაისი 28 2022 წაკითხვა 685 ჯერ

ის არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ ნამდვილად ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა.

მაისი 28 2022 წაკითხვა 609 ჯერ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფარული მობილიზაცია გრძელდება. მტერი აგრძელებს მოძველებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საწყობებიდან ამოღებას. ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე რეზერვისტების წვრთნა მიმდინარეობს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მაისი 27 2022 წაკითხვა 406 ჯერ

სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტრიუკის განცხადებით, „სასტიკი თავდაცვის ფონზე ქალაქში საცხოვრებლების 90% განადგურებულია“.

მაისი 27 2022 წაკითხვა 463 ჯერ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მხარი დაუჭირა უკრაინაში მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემის გაგზავნას.

მაისი 27 2022 წაკითხვა 485 ჯერ

დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები აწარმოებენ აქტიურ შეტევით ოპერაციებს, ცეცხლს უხსნიან ჩვენს ქვედანაყოფებს, ახორციელებენ სარაკეტო დარტყმებს და ჯარების გადაჯგუფებას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გვერდი 179 სულ 306
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.