წინასწარი შედეგებით, მაკრონის კოალიციამ პარლამენტში 100 ადგილი დაკარგა
საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ემანუელ მაკრონი ხმას აძლევს პრეზიდენტის არჩევნებში. 2022 წლის 24 აპრილი
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ, „ერთად“ ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა, უმრავლესობა დაკარგა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული ასამბლეის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, მაკრონის კოალიციას 245 მანდატი ექნება. წინა, 2018 წლის არჩევნების შედეგად, კოალიციას 346 დეპუტატი ჰყავდა.
2022 წლის 19 ივნისს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ეროვნულ ასამბლეაში 131 ადგილი მოიპოვა გაერთიანებამ „ახალი სახალხო ეკოლოგიური და სოციალური კავშირი“, რომელსაც მემარცხენე პოპულისტი ჟან-ლუკ მელანშონი ხელმძღვანელობს. 89 მანდატი მიიღო ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და 61 მანდატი - "რესპუბლიკელებმა". დანარჩენი ადგილები სხვადასხვა, ძირითადად, მემარცხენე პოლიტიკურმა ძალებმა გაინაწილეს.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული ასამბლეის 577 წევრს ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტურში გადიან კანდიდატები, რომლებსაც ხმების 12.5%-ზე მეტი აქვთ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ, ან ბლოკმა სულ მცირე 289 მანდატი უნდა მიიღოს. პირველ ტურში, რომელიც 12 ივნისს ჩატარდა, მაკრონის კოალიციამ და მელანშონის გაერთიანებამ დაახლოებით ერთანირი შედეგი აჩვენეს.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია
