''ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე'' - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც რუსეთის მიერ აღიარებულ ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“ კვაზი სახელმწიფოები უწოდა.
„ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის/ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა. სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ პოლიტიკურ რუკაზე. პუტინს სურდა რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულ ქვეყნად აქცია“,- წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, გუშინ, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ცნობს არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც „სამხრეთ ოსეთს“ და არც აფხაზეთს და ეს პრინციპი ასევე გავრცელდება ლუგანსკისა და დონეცკის კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიების მიმართ.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს