"უკრაინა იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, „აღარ არსებობს და აღარასოდეს იარსებებს“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინა ძველ საზღვრებს ვეღარ დაუბრუნდება.
"უკრაინა, რომელსაც მე და თქვენ ვიცნობდით, იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასოდეს იარსებებს. ეს აშკარაა", - განაცხადა ზახაროვამ Sky News - Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა“, ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაწევრიანების საკითხზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას გეგმავენ. ამასთან, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის“, დენის პუშილინის მტკიცებით, რუსეთთან შეერთების საკითხი „ნომერ პირველი საკითხი გახდება“ მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკა“ აღადგენს „კონსტიტუციურ საზღვრებს“.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
