ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და ახსენებს, რომ შეთავაზება, გაიმართოს ნატო-რუსეთის ფორმატში შეხვედრა, კვლავაც ძალაში რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მაიკ რაიანის თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები კორონავირუსის მძიმე შემთხვევებისგან ადამიანებს, მათ შორის "ომიკრონით" ინფიცირებულებს, კვლავინდებურად იცავენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გერმანელმა კანონმდებლებმა ქვეყნის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩიეს. ბუნდესტაგში ფარული კენჭისყრა დებატების გარეშე გაიმართა. მასში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა.
კრემლი რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის ედვარდ ლუკასის სტატია სათაურით „ბაიდენმა პუტინს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს: რუსეთის ლიდერი პოკერის თამაშში არ უნდა ჩაერთოს“. პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის დაძაბული ურთიერთდამოკიდებულება, რუსეთის მიზნები და აშშ-ის როლი არსებულ სიტუაციაში.
ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ რუს ექსპერტთან და პოლიტოლოგთან ფედორ ლუკიანოვთან, რომელიც მას კორესპონდენტმა ბენუა ვიტკინმა ჩამოართვა.