May 19, 2025

მაისი 13 2022 წაკითხვა 353 ჯერ

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, უკრაინის შავი ზღვის პორტები გახსნას, სანამ გლობალური კატასტროფა მოხდება.

„თუ გული გაქვთ საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები“, - მიმართა დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს.

მისი თქმით, პორტები უნდა ამოქმედდეს მომდევნო 60 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა დაიშლება.

„თუ პორტების საკითხი არ მოგვარდება და არ გაიხსნება, უკრაინის ეკონომიკა მთლიანად დაიშლება“, - აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთები უკრაინაშია ჩარჩენილი, რადგან რუსეთმა ოდესის პორტი და მეზობელი პორტები დაბლოკა.

მაისი 13 2022 წაკითხვა 321 ჯერ

რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე თვალსაჩინოა ყველასთვის მსოფლიოში, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ომის 78-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მაისი 12 2022 წაკითხვა 528 ჯერ

ბრიტანული გაზეთის „დეილი ექსპრესის“ (The Daily Express) 11 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კრემლის ბირთვული მუქარა: როგორ უპასუხებენ რუსეთს ბრიტანეთი, აშშ და მათი მოკავშირეები“ (ავტორი - ჯეიმს გრეი).

მაისი 11 2022 წაკითხვა 403 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, ადამიანებს, მშვიდობას, თავისუფლებას და არჩევანის უფლებას.

მაისი 11 2022 წაკითხვა 343 ჯერ

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი დღეს, 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გვერდი 140 სულ 263
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.