"მზად ვარ, თუნდაც ხვალვე, რინგზე გავიდე პუტინთან ერთად"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რინგზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ერთად გავიდეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„ნამდვილ კაცს, თუ სურს, ვინმეს მესიჯი გადასცეს, ან უნდა მუშტი დაარტყას სახეში, ამას თავად აკეთებს და შუამავლებს არ გზავნის. მზადა ვარ რინგზე გავიდე პუტინთან, თუნდაც ხვალვე“ - განაცხადა ზელენსკიმ ფრანგული ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, დასავლური პრესის თანახმად, პუტინმა რამზან კადიროვს ზელენსკის მოკვლა უბრძანა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისას. ზელენსკი საჯაროდ აცხადება, რომ პუტინის სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთადერთი შანსი არის უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა კრემლს საშობაოდ დაეწყო უკრაინიდან ჯარების გაყვანა.
ზელენსკიმ ადრე თქვა, რომ პუტინის სიკვდილის შემდეგ, ომი შეიძლება დასრულდეს.
„როდესაც ასეთი ადამიანი კვდება, ყველა დაწესებულება ჩერდება ხოლმე“, - თქვა ზელენსკიმ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
