ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონი საუბარი გამართეს.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის გაძლიერებისა და პუტინის წარუმატებლობის უზრუნველყოფის ერთგულია ისე, როგორც არასდროს და აღნიშნა, თუ რამდენად მედგრად იბრძვიან უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის”, – ნათქვამია სატელეფონო საუბრის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს დამატებით სამხედრო დახმარებას, რათა უკრაინელებს მიაწოდოს აღჭურვილობა, რომელიც მათ დასაცავად სჭირდებათ. ამასთან, ლიდერებმა გაერო-ს ხელმძღვანელობით მარიუპოლის ევაკუაციის მცდელობის პროგრესი განიხილეს. ასევე, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს შემდგომი ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა შესთავაზა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერთან გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით „ტვიტერში” წერს უკრაინის პრეზიდენტიც.
„ვინარჩუნებ მუდმივ კონტაქტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. ვესაუბრე ბრძოლის ველზე და ბლოკირებულ მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი დიპლომატიური ძალისხმევა“, – წერს ვილოდიმირ ზელენსკი.
ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!- ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ მესაზღვრის პროფესიული დღე მიულოცა.
დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებსა და ნაღმტყორცნებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წყალტუბოს გენგეგმა დასრულებულია, ჩვენ ეს დოკუმენტი უკვე დავამტკიცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა პარტნიორი ქვეყნებისგან S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიიღო, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის" სარდლობა ავრცელებს.
ახლახანს ხელი მოვაწერე დოკუმენტს კონგრესისთვის პუტინის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.