"რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი" - ოლექსი დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია.
„თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინც უნდა დაიტოვონ“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, ლიმიტი, რომელიც რეგულაციების მიხედვით უნდა დაეცვათ, უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ გადალახეს. ამასთან, დანილოვის ინფორმაციით, რუსებს მეტ-ნაკლებად საკმარისი S-300 რაკეტები აქვთ თავიანთ არსენალში.
ცნობისათვის, 16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი, მეცხრე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 76 რაკეტა გაუშვეს, აქედან 72- ფრთოსანი რაკეტა იყო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 60 რაკეტა ჩამოაგდეს.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო