"აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი იმყოფებოდა"-„ნიუ იორკ თაიმსი“
აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ამერიკულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტის ხაზზე აპირებდა ჩასვლას, ვაშინგტონი შეეცადა ეს ინფორმაცია უკრაინელებისთვის დაემალა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოხერხდა“.
როგორც გამოცემა წერს, აშშ სთხოვდა უკრაინას, არ მიეტანა იერიში იმ შტაბზე, სადაც გერასიმოვი იმყოფებოდა. საპასუხოდ კიევში განაცხადეს, რომ დარტყმა უკვე მიიტანეს.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბარში ანონიმური წყარო ამტკიცებს, ვაშინგტონში მიაჩნდათ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის სიკვდილს შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს შორის ომი გამოეწვია.
ქალაქ იზიუმში მდებარე რუსულ სამხედრო შტაბზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. მაშინ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად გერასიმოვი დაიჭრა, თუმცა ეს ცნობები არავის დაუდასტურებია.
სიახლეები
- ,,უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს"- ფიცო
- თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამაკაცის ვინაობა ცნობილია
- 12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
