რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკის შესახებ წერდნენ, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს
რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკის შესახებ წერდნენ, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
დაბლოკილებს შორის არიან „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები.
როგორც „ტვიტერის“ პრესსპიკერმა განმარტა, ანგარიშების დაბლოკვა სხვა ადამიანების ადგილსამყოფლისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ლაივ რეჟიმში გაზიარების ფაქტს უკავშირდება.
როგორც „ტვიტერის“ უსაფრთხოებისა და ნდობის საბჭოში განაცხადეს, რამდენიმე დღის ახალი წესები წინ ამოქმედდა, რომლებიც „ტვიტერში სხვა ადამიანების გადაადგილების მარშრუტების გავრცელებას კრძალავს.
„ტვიტერში“ განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში წესები ვრცელდება ჟურნალისტებზეც.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ტვიტერმა“ დაბლოკა ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, სოციალური ქსელის მფლობელის, ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა.
თავად მილიარდერმა განაცხადა, რომ ამ ანგარიშის მფლობელს, 20 წლის ჯეკ სვინის სასამართლოში უჩივლებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
