June 24, 2025

ივლისი 13 2022 წაკითხვა 373 ჯერ

ტრადიციული საექსპორტო მარშრუტების დახურვის გამო, რუსი ექსპორტიორები ბულგარეთს გათხევადებულ ნახშირწყალბადიან გაზს(LPG) საქართველოს, ფოთის პორტის გავლით, ივლისიდან მიაწვდიან.

ივლისი 13 2022 წაკითხვა 394 ჯერ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“ კვლავ რჩება გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საგანგებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ვირუსის მიმდინარე ევოლუცია და ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა აჩვენებს, რომ სიტუაცია კვლავ საგანგებოა.

ივლისი 12 2022 წაკითხვა 398 ჯერ

თურქეთში, თუნჯელში ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, დაშავებულია 18 ადამიანი - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ივლისი 12 2022 წაკითხვა 348 ჯერ

“უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ ტერიტორიის დასატოვებლად და აანონსებს მძიმე ბრძოლებს.

ივლისი 12 2022 წაკითხვა 381 ჯერ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დონეცკის ოლქში 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1552 დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ „ტელეგრამში“ განაცხადა.

ივლისი 11 2022 წაკითხვა 343 ჯერ

უკრაინელმა ჯარისკაცებმა კრასნოპილას მიმართულებით მტრის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ ძალისხმევას ხარკოვის მიმართულებით ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე.

 

„სლოვიანსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა დიბროვნეს, მაზანივკას, ბოჰოროდიჩნეს, ადამივკასა და კურულკას გარეუბნები.

 

დონეცკის მიმართულებით შეინიშნება ნიშნები, რომ მტრის ქვედანაყოფები ემზადებიან საბრძოლო მოქმედებების გასააქტიურებლად კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებით.

 

ნოვოპავლივსკის მიმართულებით მტერი ახორციელებს თავდასხმებს ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად. საკონტაქტო ხაზის გასწვრივ ოკუპანტები ახორციელებენ სისტემატურ საცეცხლე შეტევას თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე მათი მოქმედების შეზღუდვის მიზნით“ , - აცხადებენ გენშტაბში.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღდმდეგე ცეცხლს ხსნის ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან ბერესტოვთან, პოკროვსკესთან, სოლედართან, ზაიცევესთან, ვერშინასთან, ნოვოლუჰანსკესთან, კლიშჩიივკასთან და ნიუ-იორკთან.

 

„მარინკას მიმართულებით ოკუპანტების მხრიდან მორიგი შეტევის მცდელობა მთლიანად ჩაიშალა. ჩვენი ჯარისკაცების ცეცხლის ქვეშ ოკუპანტები სამარცხვინოდ უკუიქცნენ“, - აცხადებენ გენშტაბში.

გვერდი 135 სულ 272
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.