ევროკავშირის ოთხი სახელმწიფო საბერძნეთში მეხანძრეებს გაგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესმდივანი, ბალაჟ უჯვარი ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
საბერძნეთის ატიკის მხარეში ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობამ დატოვა ათენიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე ქალაქი ვარნავასი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ ტერიტორიაზე. დამწვარია სახლები და ავტომანქანები. ადგილობრივი მედიის ცნობით, კლინიკებში გადაიყვანეს კვამლით მოწამლული ადამიანები.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევას შედეგად გარდაიცვალა 9 ადამიანი, 26 კი - დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონებს მოაწერა ხელი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
