იაპონიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაკარგულად მიიჩნევა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქალაქ ვაჯიმასა და სუზუში 10-ზე მეტი მდინარე ადიდდა და 100-ზე მეტ დასახლებამდე მისასვლელი გზები დატბორა. დაახლოებით 4 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, წყალდიდობის გამო 40 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონი ჯერ კიდევ იანვარში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს, რომელსაც 236 ადამიანი ემსხვერპლა.
სიახლეები
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
