უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთმა საავიაციო შეტევა განახორციელა
სულ მცირე, ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის საავიაციო შეტევის შედეგად. ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით ექვსი დარტყმა განხორციელდა, სავარაუდოდ კორექტირებადი ავიაბომბებით.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 23 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ გამოქვეყნებული ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. კონკრეტულად რომელი ობიექტები, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს იუწყება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მობინადრეები გაიყვანეს აფეთქების ტალღით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსებიდან.
უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსულმა არმიამ ეს ტერიტორია უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავა. მათ შორის ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ოლქის ნაწილს, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ზაპოროჟიეს, ისევ უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.
სიახლეები
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- ,,ევროპა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის"- დონალდ ტრამპი
- 10-ზე მეტი აფეთქება ნახევარ საათში – სუმი რუსული დრონების მასიური თავდასხმის ქვეშაა
- იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
- ,,ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ"-შალვა პაპუაშვილი
