ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
„ჩემი მე-8 ვიზიტი კიევში ხორციელდება მაშინ, როცა გათბობის სეზონი იწყება და რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას.
დავეხმარებით უკრაინას მის მამაცურ ძალისხმევაში. აქ ვარ, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერა ზამთრის მზადყოფნიდან თავდაცვამდე, „დიდი შვიდეულის“ სესხებზე წვდომამდე და პროგრესამდე“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლას და ქვეყნის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
