მარწყვის დახვეწილი დესერტი, რომელიც 15 წუთში მზადდება .
ინგრედიენტები :
ორცხობილა - 200 გრ
მარწყვი - 400 გრ
შაქარი - 100 გრ
ხაჭო - 250 გრ
მომზადების წესი :
ორცხობილები დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ბლენდერის თასში და ათქვიფეთ .
ღრმა თასში ათქვიფეთ ნაღები 50 გრ შაქართან ერთად, შემდეგ დაუმატეთ ხაჭო და ათქვიფეთ ინგრედიენტები სანამ გლუვი არ გახდება.
გარეცხეთ მარწყვი, მოაშორეთ ფოთლები და დაჭერით ნაჭრებად. მარწყვის ნახევარი შეურიეთ ღრმა თასში მიღებულ ნაღების და შაქრის მასას. დარჩენილი კენკრა შეინახეთ.
აიღეთ დესერტის ფორმები ან პატარა სალათის თასები და დაალაგეთ ინგრედიენტები ფენებად: ორცხობილები, ნაღები და მარწყვი. გაიმეორეთ რამდენჯერმე.
გემრიელი საზაფხულო დესერტი მზად არის.
ვისაც გიყვართ ბადრიჯანი, აუცილებლად უნდა მოამზადოთ ეს უმარტივესი სალათა.
ინგრედიენტები:
მარილი
კარაქი
პიტნა
რეჰანი, ქინძი, ოხრახუში
ცხარე წიწაკა - 1.00 ცალი
ნიორი - 2.00 კბილი
ხახვი - 2.00 თავი
მწიფე პომიდორი
ქათმის ხორცი
მომზადების წესი :
ქათმის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევბრაწოთ. პარალელურად დავმდუღროთ პამიდორი, გავაცალოთ კანი და ბლენდერში დავაქუცმაცოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. დავუმატოთ პამიდორი და თავდახურული, დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, მოვაყაროთ მარილი. შემწვარი ქათამი დავჭრათ, ჩავაწყოთ სოუსში და წამოვადუღოთ, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, დანაყილი ნიორი და წიწაკა.
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
ეს უბრალოდ ნაყინი არაა, ეს არის მასკარპონეს ნაყინი უგემრიელესი ხილით და ხრამუნა გრანოლათი
ალუბლის კლაფუტის ეს რეცეპტი ერთ-ერთი უმარტივესი ფრანგული დესერტია. სცადეთ და ისიამოვნეთ.