კლიმატის ცვლილება, როგორც ვიცით, მსოფლიომ გლობალურ პრობლემად აღიარა. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ასევე, საქართველოს გარემოზეც. კერძოდ კი ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ისეთი უარყოფითი შედეგები, როგორიცაა ჰაერის ტემპერატურის ზრდა, ნალექის და წყლის რესურსების შემცირება, შავი ზღვის დონის, წყალდიდობების, წყალმოვარდნების, მეწყრებისა და ღვარცოფების სიხშირის მომატება და ა.შ.
შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ განაცხადა, რომ პატიმრობის დროს მის ოჯახს პარტნიორებიდან არავინ დახმარებია.
“საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!”,- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე - ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.
“მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად, დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი”, – ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულებისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
