„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, - ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს.
ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან სოლიდარობის მიზნით მივიდნენ და მხარდაჭერას უცხადებენ მზია ამაღლობელს და მის კოლეგებს.
მათი თქმით, მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები, საპატიმროებს გამარჯვებული დატოვებენ.
შეკრებილების განცხადებით, მზია ამაღლობელი პოლიტპატიმარია.
„მადლობა „ბათუმელებს“, მადლობა მზია ამაღლობელს. თქვენ არ იღლებით და არ ნებდებით. მზიას და იმ ბიჭებს, რომლებიც ციხეში იმყოფებიან, ყველას გამძლეობას ვუსურვებთ. ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ. საქართველოს ევროპულ მომავალს ვერავინ წაართმევს“, - აცხადებენ შეკრებილები.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
