“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება” - შემოსავლების სამსახური
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მამუკა ხაზარაძის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დეკლარაციების მოთხოვნით, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მხარეებს შორის ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, ხოლო შემდეგ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო საკითხის მოკვლევა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობას, რომლის მოკვლევასაც შემოსავლების სამსახური აწარმოებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება.
მამუკა ხაზარაძის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დეკლარაციების მოთხოვნით, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მხარეებს შორის ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, ხოლო შემდეგ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო საკითხის მოკვლევა.
ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურის მიერ, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გამოთხოვილია დოკუმენტაცია მათ შორის ხაზარაძის ოჯახისგან, ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატისგან და საჯარო რეესტრიდან, რათა დადგინდეს, რეალურად არსებობდა თუ არა მხარეებს შორის ხელშეკრულება.
ამასთანავე, შემოსავლების სამსახურს ხაზარაძის ოჯახის მხრიდან გამოთხოვილი აქვს საბანკო ჩარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რათა დადგინდეს, რეალურად რა ოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან ხაზარაძის ოჯახს, რათა შემდგომში დადგინდეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესაბამისობა.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მამუკა ხაზარაძის ოჯახს, ითანამშრომლოს უწყებასთან და დროულად წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტაცია, რაც აუცილებელია საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის“, – საუბარია განცხადებაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
