ივნისი 29 2020 წაკითხვა 1063 ჯერ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

"სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ. საქართველოს საზღვრებს გარეთ თვითდასაქმებულები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/) განმცხადებლად არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.

 

დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა უკვე 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო. 26 ივნისიდან კი კომპენსაციის მიმღები ბენეფიციართა წრე გაფართოვდა და ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, დახმარებას, ერთჯერადი სახით,  300 ლარის ოდენობით მიიღებენ.

 

26 ივნისის, საქართველოს მთავრობის #388 დადგენილების თანახმად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე.

 

29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186  პირი. მათგან 104  547 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი,"- ნათქვამია განცხადებაში.

ივნისი 28 2020 წაკითხვა 1943 ჯერ

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე მსჯავრებულების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებას პოსტით გამოეხმაურა.

ივნისი 28 2020 წაკითხვა 922 ჯერ

"შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

ივნისი 27 2020 წაკითხვა 848 ჯერ

28 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს.

ივნისი 27 2020 წაკითხვა 559 ჯერ

ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქცია ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები,  არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“,  „სამოქალაქო მოძრაობის“, "ლელოსა" და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

აქციაზე FirstNews.ge-ს  ჟურნალისტიც იმყოფებოდა.

 

აქციის მონაწილეების თქმით, ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან ადგილი აქვს თავისუფალი ჟურნალისტების დევნას და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.

 

„ეს აქცია ეძღვნება იმას, რომ აჭარის მაუწყებელში სიტყვის თავისუფლება არის დასაცავი, მაუწყებლის დასაცავად საზოგადოების ყველა წევრი იკრიბება. ყველასია ეს მაუწყებელი, სამოქალაქო ინტერესის ჯგუფს წარმოადგენს, პოლიტიკურ პარტიაშია, აქტივისტია, თუ არასამთავრობო ორგანიზაციაშია, ყველა უნდა მოვიდეს და დაიცვას. ჩვენ თუ არ დავიცავთ, ჩვენ  ნაცვლად არავინ გააკეთებს. მაუწყებელი ხელისუფლებისა და პოლიტიკური ინტერესებისგან არის დასაცავი. ათზე მეტი საქმეა სასამართლოში იმ თანამშრომლების, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ან განდევნეს, ჩვენ ამას არ შევეგუებით და თავისუფლებას არ დავთმობთ“, – განაცხადა ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა, მალხაზ რეხვიაშვილმა.

 

10385910356523 2876528615677633766 n

 

ggg40745 1385725275761472303 n

ივნისი 26 2020 წაკითხვა 751 ჯერ

1 ივ­ლი­სამ­დე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რა­ი­ონ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +26, +31 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

გვერდი 552 სულ 717
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.