დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ამოქმედდება.
2 ნოემბერს, ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის “დინამოს“ შეხვდება. ნახევარფინალური მატჩი ზესტაფონის სტადიონზე 13:00 საათზე დაიწყება.
დღეს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო სივრცეში შეკრებილ 70-ზე მეტ ადამიანს (ახალგაზრდებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს) შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ "მრჩეველთა საბჭოს" დებულების, სამოქმედო გეგმისა და იმ კომპონენტების შესახებ, რომლებიც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა.
ოქტომბრის ბოლოს "ხის დარგვის საერთაშორისო დღე" აღინიშნება.
ქუთაისმა 29-30 ოქტომბერს "IARE FEST - იარე ფესტივალს" უმასპინძლა. ფესტივალი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
საქართველოში 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.