ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბაგრატის ტაძარში ჩატარებულ სადღესასწაულო ლოცვას დაესწრნენ.
ქუთაისის ვიცე -მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას.
დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში , საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლა.
გაიმართა მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში სტუმრები ეცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.
მოქალაქეებს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად მოგზაურობაც შეეძლოთ.
ბულვარში მოწყობილი იყო "საქართველოს ფოსტის" სივრცე, გასართობ- შემეცნებითი აქტივობებით.
მთელი დღის მანძილზე, ბულვარში იმართებოდა კონცერტები ადგილობრივი მუსიკალური სტუდიებისა და მუსიკოსების მონაწილეობით.
ფალიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად , III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე არსებული საბრძოლო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
საზეიმო ღონისძიებები თემურ თათარაშვილის, რუსა მორჩილაძის და ჯგუფის „ოჩოს ქოხი” კონცერტით დასრულდება.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
