საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, ამაღლებას ულოცავს და მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
„ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც მოწაფეებს ხშირად ეცხადებოდა და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა. უფალმა მოწაფეები ზეთისხილის მთაზე აიყვანა, უთხრა, იერუსალიმიდან არსად წასულიყვნენ, სანამ მათზე სულიწმინდის მადლი არ გადავიდოდა, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ, მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
