დეკემბერი 16 2020

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ძალიან დიდი დრო დაუთმო, თუმცა, მთავარ კითხვებზე პასუხი მაინც არ არის.


დეკემბერი 16 2020

მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ 14-პუნქტიან რეზოლუციას მიიღებს.


დეკემბერი 16 2020

რის საფუძველზე უნდა მიიღოს სახელმწიფომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება? - ასე უნდა სააკაშვილს და ამიტომ?- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებისა და ოპოზიციის მოთხოვნების კომენტირებისას განაცხადა.

ტეგები:

დეკემბერი 16 2020

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ონლაინ კონფერენცია გამართა. ვიდეოკონფერენციისას, მხარის გუბერნატორმა  პანდემიის მიმართულებით იმერეთში არსებულ მდგომარეობაზე, Covid-19-ის მართვის პროცესსა და  ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება.


ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია, რამდენად გამართულად მუშაობს ცხელი ხაზი რაიონებში და ყველას მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ თითოეული მოქალაქის საკითხი თუ პრობლემა. 


ვიდეოკონფერენციისას სახელმწიფო რწმუნებულმა სოციალურ პაკეტზეც იმსჯელა. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრებ მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ნობათები გადაეცემათ. იმერეთის მასშტაბით სოციალური აქციით 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. რაც შეეხება ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგებას, მუნიციპალიტეტებში გაცემა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.


დღევანდელ ონლაინ შეხვედრაზე 2020 წელს რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს. განიხილეს პროექტების მიმდინარეობა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე სასკოლო, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობის, დასასვენებელი სკვერების, სპორტული მოედნების, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების, სასმელი წყლის ქსელის მოწყობის, ამორტიზებული ხიდების აღდგენის, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმართულებით. 


ზვიად შალამბერიძემ მერებს მისცა დავალება მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარისხიანად იყოს შესრულებული და თითოეული ობიექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.


ასევე, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა, სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზეც. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა სოფლისთვის გამოყოფილია გარკვეული თანხა და მოსახლეობა საკუთარი სურვილით ირჩევს პრიორიტეტებს რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული დაფინანსებით. 


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად 2021 წლის პრიორიტეტებზეც იმსჯელა.
ვიდეოკონფერენციას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ბესიკ გოფოძე და ლევან კიკნაველიძე ესწრებოდნენ.


დეკემბერი 16 2020

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.


დეკემბერი 16 2020

“მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე ელჩები “რედისონში” დახურულ კარს მიღმა საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მედიასთან დეტალებზე არავის უსაუბრია, თუმცა ადვილი გამოსაცნობია, რომ ხელისუფლებასთან ფასილიტატორი ელჩები დახურულ კარს მიღმა ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განიხილავდნენ.


დეკემბერი 16 2020
ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა და ჩვენ ამ დატვირთვის მაჩვენებელს ისევ რომ დავუბრუნდეთ, დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დეკემბერი 16 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი ბევრად „მოკრძალებულად გადაიტანონ“, რადგან ქვეყანაში მიღწეული სტაბილიზაცია 2-3 დღეში წყალში არ ჩაიყაროს. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


დეკემბერი 16 2020

უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


დეკემბერი 16 2020

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა, გუტა ვაშაძე გარდაიცვალა.


გვერდი 975 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.