დეკემბერი 17 2020

ბარბარობის ულამაზესი დღე არალეგიტიმურმა რეჟიმმა მოგვილოცა ორი რამით, პირველი გაათავისუფლა თავისი საარჩევნო აქტივი, კრიმინალები და მეორე, აკრძალა პოლიტიკური პარტიები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში საბოლოდ მყარდება პუტინისტური დიქტატურა ივანიშვილის ტირანული სპეციფიკით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.


დეკემბერი 17 2020

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.


დეკემბერი 17 2020

პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს. როგორც თბილისის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


დეკემბერი 17 2020

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქვეყანში ოპოზიციური აზრი არ ისმოდეს და ზოგადად, გაქრეს პოლიტიკური ოპოზიცია, მეტს არაფერს არ ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც დღეს გაჟღერდა დაფინასების შეწყეტისა და მთავარი ოპოზოციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.


დეკემბერი 17 2020

საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფომრაციას ფრანგული სააგენტო „ფრანს 24“ ავრცელებს. საფრანგეთის  პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელებდა.


დეკემბერი 17 2020

წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული რწმენისა. პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის, აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახლაგაზრდების, ჩვენი ხალხისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.


დეკემბერი 17 2020

საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო.


დეკემბერი 17 2020

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს, ვინაიდან დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოპოზიციის განცხადებების დაკმაყოფილებამდე კიდევ ორი კვირა დარჩა.


დეკემბერი 17 2020

ჩვენ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


დეკემბერი 17 2020

მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე განაცხადები ახალ წლამდე დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემრულებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.


გვერდი 973 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.