საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 232 079 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 22 2787 გამოჯანმრთელდა, 2 646 კი, გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 511 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 300, PCR-ტესტით – 5 211.
კარანტინის რეჟიმშია 377 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 012 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 763 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
