ომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეტ უორდის უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
“ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო აღდგენა თანდათან “ქართული ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ხდება, ხოლო მოსკოვი კი ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში მიანიშნებს, რომ ეს შესაძლოა რეალური იყოს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდნენ.
ივანიშვილის წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა - ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა, - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარიაბიძინა ივანიშვილის ღია წერილს.
26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
26 ოქტომბრის არჩევნებამდე 25 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 031 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიებმა 26 სექტემბრიდან დაიწყეს ფუნქციონირება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7300 ლარი ეღირება, ევრო – 3.0532 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6544 ლარი.