"შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია, ეს კოლონიალისტების საქციელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში “ახალი მსოფლიო წესრიგის წინაშე” ფორუმზე განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს გვერდითაა და საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან.
„ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია. ეს კოლონიალისტების საქციელია. ისინი ცდილობენ ქართველი ხალხის ნებას თავისი კოლონიალისტური წარსულის პრიზმიდან უყურონ. ეს სრულიად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათთან ვართ, საქართველოს მთავრობამ იცის. საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან”, - განაცხადა ალიევმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
