"ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
„ოცნების“ დღევანდელი მოქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისკენაა მიმართული - „ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაპირისპირებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომისთვის! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რუსეთს უცხო სახელმწიფოდ აცხადებს და საქართველოს მტერსა და მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
მათივე თქმით, მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და საქართველოს ისტორია არასდროს არავის პატიობს.
„შემაშფოთებელია საქართველოს ისტორიის გადაწერისა და რეალობის გამრუდების მცდელობა, რომელიც „ქართული ოცნების“ გამოცხადებული მთავრობის მეთაურობით ახალი ძალით დაიწყო.
„ოცნება“, ფაქტობრივად, უარყოფს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიას, ქართველი ხალხის სიმამაცეს და თავგანწირვას, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა თაობის მიერ ჩვენი თვითმყოფადობისათვის გაღებულ მსხვერპლს და ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის ისტორიული მტრის ვინაობა დაიცვას და შენიღბოს.
„ოცნების“ ჯგუფი უბრალოდ უცხო სახელმწიფოდ აცხადებს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ოკუპაციის განმახორციელებელ, ჩვენი მშობლების, შვილების, დებისა და ძმების სისხლში გასვრილ რუსულ სახელმწიფოს და ტოლობის ნიშანს სვამს საქართველოს მტერსა და მეგობრებს შორის.
„ოცნების“ დღევანდელი მოქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისკენაა მიმართული.
მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და საქართველოს ისტორია არასდროს არავის პატიობს.
„ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაპირისპირებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომისთვის!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
