მივმართავ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს - გიცხადებთ სოლიდარობას! ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის და წინააღმდეგი ვართ სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმის!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება, - ამის შესახებ 25 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 43-ე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეს უქმდება.
ცენტრალრური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილების შესახებ ჟვანიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 617 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 603 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.53 %.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ პანდემია გრძელდება, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა.
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტებით, ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობის გადამოწმება აუცილებელი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ ტესტის გაკეთება შეუძლიათ.
ფარმაცევტულმა კომპანია Biocubafarma-მა კუბაში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა სახელწოდებით "აბდალა" წარადგინა.
