"რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – ქუთაისში მოძრავი გამოფენა გაიმართა
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი კამპანია - „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – მოძრავი გამოფენა ქუთაისში გაიმართა, სადაც 20 საუკეთესო ფოტოპოსტერი იყო წარმოდგენილი.
ნამუშევრები, ოკუპაციისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქიდან მხატვარ-დიზაინერების მიერ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი 130-ზე მეტი ნამუშევრიდან ჟიურიმ ანონიმურად შეარჩია. მოძრავი გამოფენის იდეა კონკურსის გამოცხადებასთან ერთად დაიბადა.
საბოლოოდ კი, რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი ეს უპრეცედენტო კამპანია სიმბოლურად, 2021 წლის 7 აგვისტოს, თბილისში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (GISP) 2019 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა. ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ მიზნით, გასულ წელს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი „ცხინვალი 1920“. ეს ფილმი, ისტორიული დოკუმენტებითა და წყაროებით გამყარებული პასუხია კრემლისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობაზე.
მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას GISP-ი მომავალშიც აპირებს.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა
- 2025 წლის შემოდგომა ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის დაუვიწყარი იქნება
- ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა