მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სმაინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 656 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 410 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.17%.
«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): მსოფლიოს ამბების დილის დაიჯესტის თემები // ამინდი: წყალდიდობები და ტყის ხანძრები; კოსმონავტი-მილიარდერები; კორონავირუსი - ტოკიოს ოლიმპიადის მტერი; „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის პერსპექტივა მერკელ-ბაიდენის შეხვედრის შუქზე; პერუ: ღარიბი პრეზიდენტი;
"პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ შექმნილი ვთიარებიდან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, გაერთიანდეს და დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, თუმცა დაუშვებლად მიაჩნია მომავალ მთავრობაში ძალოვანი სტრუქტურები ნაცმონალებმა ჩაიბარონ და მოითხოვს, რომ ოპოზიცია ამაზე დღესვე შეთანხმდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სულ "ლელოს“ ჰკითხავენ "ნაციონალები“ რომელი პორტფელი აიღონ - რამაზ საყვარელიძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, დღეიდან, 21 ივლისის დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
"ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია", - აცხადებს, ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 627 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 943 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ინფექციის გადატანიდან 30 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
“ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დისკუსია ახალ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე წარიმართა და საუბარი მთავარ გამოწვევებზე და მოკავშირეებთან ურთიერთობების განვითარებაზე გაგრძელდა.
