გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისს დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც 4 ოქტომბრის თვითმმათველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ იწყებს - 19 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიტიკური ძალების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის მიზანი „პოლიტიკური ბრძოლის თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაშლაა“.
ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშაში გამართულ „მე-3 მედია ფორუმზე“ განაცხადა.
ვერძი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ულტიმატუმებისა და მუქარის ენა რუსეთისთვის მიუღებელია.
“ევროკომისიის მიერ “ქართული ოცნებისადმი” წაყენებული 8 პუნქტის შეუსრულებლობამ, შეიძლება ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება დააყენოს დღის წესრიგში. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, “დედლაინად” 31 აგვისტოა განსაზღვრული. ახლა მთავარი კითხვაა - როგორ იმოქმედებს ბლოკი, თუ დათქმულ დროში რეკომენდაციები არ შესრულდა?
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 ივლისისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7127 ლარი, ევრო – 3.1511 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.6350 ლარი ეღირება.
“რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 597 დრონი გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ჩერნოვციში 2 ადამიანი დაიღუპა.
“სომხეთი და აზერბაიჯანი, თურქეთის მხარდაჭერით, სულ უფრო მეტად თამაშობენ რეგიონში დამოუკიდებელ თამაშს, რითიც რუსეთს ბერკეტები თანდათან ხელიდან ეცლება, რომ თავის გავლენის სფეროში ამყოფოს ერევანი და ბაქო. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ მოსკოვი რაც უფრო დაკარგავს კონტროლს აზერბაიჯანსა და სომხეთზე, წნეხი გაძლიერდება საქართველოზე, ჯერ ჰიბრიდული მეთოდებით მოაქცევს ქვეყანას და ხელისუფლებას მისი კონტოლის ქვეშ და მერე “შეიძლება სამხედრო ინტერვენციაზეც იფიქროს”.
წერილი, რომელიც პოლიტსაბჭოს სახელით გამოქვეყნდა, როგორც ჩანს, კარის ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის და იმ შეთქმულების თეორიების ხელწერაა, რომელიც რუსული იდეოლოგიიდან და დუგინიდან მომდინარეობს, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომლითაც ისინი 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურნენ.
