ძიუდო — ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებს. სპორტის ამ სახეობაში ყოველი მონაწილე ცდილობს შეარჩიოს ყველაზე ეფექტიანი ილეთი, დახვეწოს თავდაცვის ხერხები და ჭიდაობის ტექნიკა.
„1998 წლიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარ, როგორც სპორტსმენი, 2015 წლიდან კი - როგორც მწვრთნელი. მოვიგე არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ტურნირი საქართველოში.ვიასპარეზე და მოვიგე ძიუდოს მთავარი ეროვნული და საერთაშორისო ტურნირები და მოვამზადე სპორტსმენების ახალი თაობა, რომლებიც ცნობილები არიან როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე,”- ამის შესახებ Firstnews.ge- თან საუბარში სპორტსმენი არჩილ წიტაიშვილი აცხადებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს დღეს რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს, საქართველოში დამარცხდნენ და ამას ვერ ეგუებიან. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7573 ლარი ეღირება, ევრო – 3.0518 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5594 ლარი.
წლების განმავლობაში კლიმატის მონაცემების სტატისტიკაზე დაკვირვებით დასტურდება, რომ კლიმატი დედამიწაზე გლობალურად იცვლება. იზრდება ხმელეთისა და ოკეანეების ტემპერატურა, იწევს ზღვის დონე, დედამიწის ორივე პოლუსზე დნება ყინული, გახშირებულია ექსტრემალური ამინდის პერიოდულობა.
ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია, ეს კოლონიალისტების საქციელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში “ახალი მსოფლიო წესრიგის წინაშე” ფორუმზე განაცხადა.
მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე, აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ, ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას - დღევანდელ დღეს, მათ სცადეს 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ, კიდევ ერთხელ, საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.
რუსეთში საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი - ეს იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ ქადაგებისას აღნიშნა.
„ოცნების“ დღევანდელი მოქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისკენაა მიმართული - „ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაპირისპირებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომისთვის! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
