შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 7 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6975, ევრო – 3.1140, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5718 ლარი ეღირება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება.
პატრიარქს ბოლოს ბერლინში შევხვდი, 2017 წელს, შრიტეს კლინიკაში. მე და გიულიმ [ალასანია] მოვინახულეთ, შეხვედრას ესწრებოდა შორენა თეთრუაშვილი და ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა -მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდს ყველა სფეროში საკმაოდ ჩქარა გადავლახავთ, თუ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
სხვადასხვა ტელევიზიაში ვნებათაღელვა შეიმჩნევა, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. გეტყვით: ის იქნება, ვისაც სინოდი აირჩევს. ბევრი ჩამოყალიბებულია, ვინ უნდა იყოს, თუმცა ეს სულიწმინდის გადასაწყვეტია. ამ საქმეში არავის აქვს ჩარევის უფლება, გარედან მსგავსი „მკითხაობა“ ზედმეტია. ვისაც ხმას მივცემთ, ის აუცილებლად იქნება არჩეული და ნებისმიერი მათგანი ღირსეული პატრიარქი იქნება, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 3 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6989, ევრო – 3.1083, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5609 ლარი ეღირება.
სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
პარლამენტმა 87 ხმით, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
