მე არასდროს არ მითქვამს, რომ ივანიშვილი რუსეთისგან არ იმართება. მე ვიყავი პირველი 2011-ში, რომელმაც ვთქვი, რომ ის რუსული პროექტია, როცა 90%-ს ეს არ სჯეროდა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ გააკეთა.
სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 დეკემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6970, ევრო – 3.1803, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6445 ლარი ეღირება.
22 დეკემბერს, სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერებში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან, გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის გათბობის სისტემის თაობაზე, გავრცელდა სუბიექტურ და კერძო შეხედულებებზე დაფუძნებული ცრუ განცხადებები, რაც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი დესტრუქციული და პროფესიული ეთიკისგან დაცლილი დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, – ამის შესახებ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებაშია ნათქვამი.
ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025-მა წელმა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩაიარა წარმატებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა, გარდა ამისა, ჯაფარიძეს ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და პასპორტი.
ჩვენი მთავარი მიზანი სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულებაა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 დეკემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7015, ევრო – 3.1697, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6292 ლარი ეღირება.
