საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7-9 მარტს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, არიან მოღალატეები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, სადაც ის ხალხის კითხვებს პასუხობს.
“ირანისა და აშშ-ისრაელის უკვე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეირანი აპირებს თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობმილსადენზე მიიტანოს იერიში. ირანული წყაროების ინფორმაციით, ისრაელი მისთვის საჭირო ნედლ ნავთობს სწორედ ამ მილსადენით იღებს და შესამაბისად, ის ირანელი სამხედროებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7419, ევრო – 3.1833, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6580 ლარი ეღირება.
ირანში კონფლიქტმა, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ირანს მოლაპარაკებები სურს - უკვე გვიანია , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს.
რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს და უნდათ, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ჰყავდეთ - მათი მიზანი ძალიან მძიმე და შავბნელია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
„დედებო ოჯახური მდგომარეობა არ გაძლევთ უფლებას თქვათ: დავიღალეო, მთავარია მონდომება და შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნება, შეუპოვარი ხასიათი და ყველაფერი გამოგივათ,“- ამის შესახებ FirstNews.ge-თან საუბარში ინტეგრირების სპეციალისტი კომპანია ,,Konzept-e“-ში ბარბარე ნიშნიანიძე აცხადებს.
