“რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსისს სტატუსს აქვეყნებს:
"გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატების წინაშე. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის და ზოგადად საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე იმ საგარეო-პოლიტიკურ და სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებიც კავშირმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგას. კავშირის საერთაშორისო ქმედებებზე საუბრისას არ გამოუტოვებია ჩვენი რეგიონი. ისაუბრა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის, და, კერძოდ, ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების მანძილის 30-დან 15 დღემდე შემცირების თაობაზე. მან აქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს მარშრუტი გაივლის ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მტრობდნენ ერთმანეთს და მათი მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი გახდებაო. ანუ, ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას აქ არ უხსენებია. მეორე, მნიშვნელივანი თემა, სადაც ჩვენ ასევე აღარ გამოვჩნდით, არის ევროკავშირის გაფართოება. ქ-მა ფონ დერ ლაიენმა, აღნიშნა, რომ გაფართოება იდეოლიგიური საკითხი კი არა, არამედ ინტერესისა და უსაფრთხოების თემააო. ანუ ამით ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების დაუსრულებლობის გამო ქვეყნების მიღება არ უნდა შეფერხდესო, თუ ამას დღევანდელობის ეგზისტენციური აუცილებლობა გვკარნახობსო. და, ამ კონტექსტში მან ახსენა დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა და მოლდოვა - მათი გაწევრიანება უნდა დაჩქარდესო. ის, რომ საქართველო 2030 წელს მათ "წამოეწევა და ყველას გადაასწრებს", რატომღაც არ უთქვამს. ისე შეეძლო წაეღიღიღინა მაინც: "არის ასეთი (სუვერენული) ქვეყანა - მას საქრთველო ქვიაო" ან "ერი გულადი, პურადი..." მოკლედ, "ვერ გაიგეს რა ხალხი ვართ...", თუმცა არა, მგონი გაიგეს უკვე, რომ "ჩვენ თავისუფლებას არანაირ სიკეთეებზე არ გავცვლით" და დაგვანებეს თავი..." - წერს კახა გოგოლაშვილი.
ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება. 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება, – ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
ირანის მმართველ რეჟიმში უპრეცედენტო რყევებია. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო ფიგურა, ელიტარული "ყუდსის ძალების" ლიდერი, ბრიგადის გენერალი ესმაილ ყაანი, შესაძლოა საკუთარი რეჟიმის მსხვერპლი გახდა. მას ბრალად ედება ღალატი და აიათოლა ალი ხამენეი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გაცემა.
ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და აქვეყნებს ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში გრანტებთან დაკავშირებით.
სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით - დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონების იერიშმა სამხრეთ კავკასიაში შიში გაამძაფრა, თუმცა ადგილობრივი ექსპერტები, რომლებსაც BBC ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ აშშ-ის და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ, შესაძლოა, რეგიონისთვის "შესაძლებლობების ფანჯარადაც" იქცეს.
ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, სადაც ის ევროკავშირში უკრაინის უფრო სწრაფად გაწევრიანების ახალ წესებს ითხოვს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 7 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7362, ევრო – 3.1677, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6465 ლარი ეღირება.
