ნოემბერი 10 2021

თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა.


ნოემბერი 10 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 082 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 964 PCR ტესტით.


ნოემბერი 10 2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. ადვოკატების და თავად ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, რომ სხდომა სასამართლოში ჩატარდეს, პროცესის ადგილი ამ დრომდე უცნობია.


ნოემბერი 09 2021

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 


ნოემბერი 09 2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია იქ, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია და რეგულაციებს იცავენ. 


ნოემბერი 09 2021

"კალციუმისა და ცილების დრამატულმა დაცემამ შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა", - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.


ნოემბერი 09 2021

ჟურნალისტ მაია ასათიანის თქმით, დღეს რომ სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე ცოცხალი იყოს, ის გიული ალასანიას გვერდით იქნებოდა. 


ნოემბერი 09 2021

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ცნობილი დიპლომატისა და პუბლიცისტის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:


ნოემბერი 09 2021

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, მისი მოწამვლის გეგმის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკთებულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს.


ნოემბერი 09 2021

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ისეთივე "ფეიკია", როგორც თავად სააკაშვილი. 


გვერდი 699 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.