August 20, 2025

ნოემბერი 29 2021

არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომლის საქმეს დღეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.


ნოემბერი 29 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


ნოემბერი 29 2021

დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ნოემბერი 29 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 068 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 477 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.74%.


ნოემბერი 29 2021

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი, ექიმი, რომელმაც "ომიკრონის" შტამი აღმოაჩინა აცხადებს, რომ მას COVID-19-ისათვის არადამახასიათებელი სიმპტომები აქვს.


ნოემბერი 29 2021

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები, - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.


ნოემბერი 28 2021

ტურიზმის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

პირველი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშიო დარბაზები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.

 

მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.

 

ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?

  • სრულად ვაქცინირებული (ან)
  • 72 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)
  • 24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან)
  • კოვიდ გადატანილი

 თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.

 

როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?

  • ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ
  • PSR და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ
  • კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ

 

რა არის მწვანე პასპორტი?

  • „CovidPass Georgia” – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
  • moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
  • საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით (ან)
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და  “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდით

შენიშვნა:

  • “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 51 ქვეყანა;
  • საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტექტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) მწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) „CovidPass Georgia” – აპლიკაციაში ან moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.

 

როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია?

  • „Covidpass Georgia” აპლიკაციის QR წამკითხველით ან
  • moh.gov.ge QR წამკითხველით

წამკითხველის გამოყენებისვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის.

 

 

რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?

  • საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და  დოკუმენტის N-ს
  • აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს
  • რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)

 

covidpass.moh.gov.ge საიტი და „Covidpass Georgia” აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს 1 დეკემბრიდან.

 

ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა?

  • ობიექტს, რომლის ყველა თანამშრომელი (100%) არის მწვანე სტატუსის მქონე.

 

მონიტორინგი და სანქციები

  • მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპეცის სამსახური – შერჩევის პრინციპით
  • ობიექტზე არა მწვანე სტატუსის პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია შეადგენს იურიდიული პირისთვის 10,000 ლარს; ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს. (განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვა)

 

ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?


ნოემბერი 28 2021

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.


ნოემბერი 28 2021

დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში ,,ომიკრონ“ შტამით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.


ნოემბერი 28 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 951 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 052  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%.


გვერდი 685 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.