"უკრაინაში გაითხრის პუტინი სამარეს" - რომან გოცირიძე
უკრაინაში გაითხრის პუტინი სამარეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე წერს.
"შეუძლებელია, რომ მან ეს ომი მოიგოს. შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ რაღაც ლოკალურ მიზანს, მაგრამ დროებით. ის გახდება პოლიტიკურად კეთროვანი მთელი მსოფლიოსათვის.
უნდა ველოდოთ ნამდვილი სანქციების სულ მალე ამოქმედებას,"- წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
