ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა ან ფოსფორის ბომბები გამოიყენეს.
უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია. „კალუშის“ ბენდი 631 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. გამოსვლის ბოლოს ჯგუფმა მსოფლიოს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას.
მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამვლების გარეშე, დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
სპეციალისტები არ გვირჩევენ დღის დაწყებას ფორთოხლით, ლიმონით, ანანასით, მანდარინით, მწვანე ვაშლით, პოპულარული ფაფებით. თეთრი პური, ფუნთუშები, სხვადასხვა ფანტელები და ბრინჯის ფაფა სწრაფი ნახშირწყლების წყაროა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებით გადახურვის მოწყობა იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პიანისტ ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი.
